ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულ ორ მამაკაცსა და ქალს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ს გულისხმობს პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.