სამშაბათი, აპრილი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
მოზარდი, რომელიც გორისციხის გალავნიდან გადმოვარდა, გარეგანათებაზე მუშაობდა

27-09-2019

გორისციხის გალავნიდან მოზარდის გადმოვარდნის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. ამის შესახებ qartli.ge-ს შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა აცნობა.

ირკვევა, რომ 17-წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარეგანათების ნათურის დასამონტაჟებლად აგზავნეს. გამომძიებლები არკვევენ, თუ ვინ გასცა დავალება. გორისციხეზე ამჟამად სამუშაოებს ორი კომპანია აწარმოებს - ერთი სარეაბილიტაციო სმუშაოებს, ხოლო მეორე - გარეგანათებას ამონტაჟებს.

შპს ,,არქიტექსის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ 

მოზარდს მათ კომპანიასთან არავითარი შეხება ჰქონდა. ,,არქიტექსტი" ციხის გარკვეულ მონაკვეთებზე რეაბილიტაციას ახორციელებს:

,,ეს ბიჭი ჩვენთან არ მუშაობდა. ჩვენ მსგავს ფაქტს არც დავუშვებდით, გამორიცხულია. ორი დღეა გარეგანათებას აკეთებენ გორისციხეზე, ჩვენ მათთან საერთოდ შეხება არ გვაქვს. ვინ არიან ან ვინ დაიქირავა, ამის შესახებ არაფერი ვიცით" - გვითხრეს ,,არქიტექსის" წარმომადგენლებმა.

გორის მერიის პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ გარეგანათებას მერია არ ახორციელებს. ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" წარმომადგენელი ბაჩანა გვიანიშვილიც გვიმტკიცებს, რომ გარეგანათებასთან კეთილმოწყობის სააგენტოს შეხება არა აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა საკითხის გარკვევაში დახმარება აღგვითქვა, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა და თიშავდა.

მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო, ასე ფორმულირდება: 240-ე მუხლის 1-ელი ნაწილი: უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მან დაჟეჟილობები, ექიმის განცხადებით, თავისა და სახის არეში, ასევე, ზედა კიდურზე მიიღო.

"შიდა ქართლი"