გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბიდან დააგორა

28-09-2019

ინციდენტი მოხდა რუსთავის #5 საჯარო სკოლაში.


არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბებიდან დააგორა. შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით კლინიკა რუსთავში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა დაშავებული ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.


#5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გოგაძე ინციდენტს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს რომ:


"ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს, მასწავლებელი ამბობს რომ მას მოსწავლემ ხელი კრა მოსწავლე კი ფაქტს უარყოფს".


კითხვაზე იყო თუ არა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი, თამარ გოგოძე აცხადებს - "მე ვარ სულ ახლახანს დანიშნული დირექტორი, სულ რაღაც 1 კვირაა გასული, აქამდე რა იყო ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე რაც დავინიშნე კონფლიქტი არ ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა."


როგორც სკოლის მოსწავლეების მშობლები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, სწორედ აღნიშნული მოსწავლის საჩივრის საფუძველზე გაათავისუფლეს წინა დირექტორი.


საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.