გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები კახეთში ღვინის კომპანიას სტუმრობდნენ

29-09-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები კახეთში რთველის პროცესს გაეცნენ.

სტუმრებს „თელავის ღვინის მარანმა“ უმასპინძლა. კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა FAO-ს წარმომადგენლებს ყურძნის გადამუშავების სრული ციკლი გააცნო. „თელავის ღვინის მარანი“ თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის კომპანიაა საქართველოში.

„დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან. ისინი საქართველოში ღვინის წარმოების პროცესითა და რთველთან დაკავშირებული საქმიანობით დაინტერესდნენ. ვინაიდან, რთველი კახეთის რეგიონში პიკურ ეტაპზეა, ჩვენი სურვილი იყო, რომ სტუმრების ვიზიტი სწორედ აქ, კახეთის რეგიონში შემდგარიყო. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე ენახათ, თუ როგორ ხდება უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

დელეგაციაში FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე და FAO-ში ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, ქართული ღვინო, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინო, მრავალფროვნებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.