გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოზურგეთის რამდენიმე სოფელში, სადაც საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, წყლის დონემ დაიწია

29-09-2019

ოზურგეთის რამდენიმე სოფელში, სადაც საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, წყლის დონემ დაიწია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განუცხადა.


მისი თქმით, ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორილი აღარ არის და ადგილზე მშვიდი ვითარებაა.


„უხვი ნალექი იყო. მთაში ძალიან ინტენსიური წვიმდა, ასევე ბარშიც, მაგრამ მდინარე უფრო მთის უხვი ნალექის გამო ადიდდა. მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეუქმნა პრობლემები. დღეის მდგომარეობით ნორმალური ვითარებაა, წყლის დონემ დაიწია. მოსახლეობას, რაც შეგვეძლო, დავეხმარეთ", -განაცხადა ოზურგეთის მერმა.


შეგახსენებთ, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა.



https://www.interpressnews.ge/ka/