გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

30-09-2019

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან - პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი.

ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი გაიმართა. ასევე შედგა ახალი პროექტის “საუბრები მუსიკაზე” პრეზენტაცია.

მუსიკის ფესტივალი თელავში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარადა.