გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჯიღაურას ბაზამ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

30-09-2019

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“- ის მონაწილეებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის წარმომადგენლებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თემატური საჯარო ლექციები გამართეს. ლექციები გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაის გადამამუშავებელი დანადგარის მუშაობა გააცნეს.

მონაწილეებისთვის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თემის ირგვლივ ვიქტორინა გაიმართა.

გამარჯვებულები ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოებით დააჯილდოვეს.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ იმართება. მისი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და ამ სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესებაა.