გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შემდგომი ოთხი წელი ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი იქნება

13-11-2017

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია,,ქართული იცნების” ხაშურის მერობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა გაიმარჯვა. მას 10224-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 61,31%-ს შეადგენს. დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს – რამაზ ნოზაძეს 6453-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 38,69%-ს შეადგენს.

ხაშურის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 48963 ამომრჩეველი, ხოლო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი 16973-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 34,66%-ს უდრის. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 39,34% იყო.

ამრიგად, ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი იქნება, რომელიც ამ თანამდებობას 2017-2021 წლებში დაიკავებს. იგი 48.963 ამომრჩევლიდან 10.224 მოქალაქის რჩეულია.



წყარო: "ხაშურიnews"