გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრი, ჩვენი მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოში საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

1-10-2019

საქართთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში  საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

ამის შესახებ თურნავამ ფოთის ნავსადგურში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

„ჩვენი მთავრობა - პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში განვითარდეს საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა,  თითოეული პორტი და შეიქმნას ახალი პორტები“.

 

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას, პროექტის ინვესტორს - აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC), ფოთის მოსახლეობას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება.

  „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს, გააძლიეროს და განავითაროს თავისი ადგილი ჩვენს ევრაზიულ კორიდორში, რეალურად გავხდეთ ჰაბი, დღევანდელი პროექტი ამისი ნათელი მაგალითია“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა პროექტის ფარგლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე, „ეს არის ასობით დასაქმებული ადამიანი, 500 კმაყოფილი ოჯახი“, - აღნიშნა მან.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.

აღსანიშნავია, რომ სესხის სიდიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე მაღალი დაფინანსება.