1-10-2019
გორში, კაფე “მერცხალის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი არასრულწოვანია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო ცენტრ “გორმედში” გადაიყვანა. როგორც კლინიკაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია 20, 23, 27 წლის ახალგაზრდები და 14 წლის არასრულწლოვანი ბიჭი. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე მათგანს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის ტრავმები. რაც შეეხება 14 წლის მოზარდს, მას ორივე ხელის მოტეხილობა აქვს. შემოყვანილ პაციენტებს დროულად ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება”,-განაცხადეს კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.