14-01-2018
როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერიისა და გამგეობის ფინანსურ საქმიანობას შეისწავლის.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტი საქმისშესწავლას 22 იანვარს შეუდგება.
აუდიტი პირველ ეტაპზე ბოლო ორი, 2016-17 წლების ფინანსურ საქმეებსშეისწავლის, ხოლო, ასევე ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თუსაჭიროება მოითხოვს, შესაძლოა შესწავლილი იქნეს მერიისა და გამგეობის 2015 წლის ფინანსური საქმიანობაც.
ცხვირის პლასტიკური ოპერაცია მეგობარი მამაკაცისთვის, პლასტიკური ოპერაციები საკრებულოს წევრებისა დაა(ა)იპების ხელმძღვანელებისათვის, "უცნაური" სოციალური და ერთჯერადი დახმარებები - სად მიდიოდა ოზურგეთისბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები, რას და ვის გაჩუმებას ემსახურებოდა ბიუჯეტი? და საერთოდ რა ხდებოდაადგილობრივ თვითმმართველობებში? სწორედ ამ და სხვა კიდევ უამრავ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი სახელმწიფოაუდიტის სამსახურმა, რომლის შემოსვლაც ოზურგეთში მიმდინარე წლის დასაწყისისათვის უკვე დაანონსდა.
წინა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჭვირვალეობაზე ბევრი დაიწერა , თუმცა, არსებობდა მთელი რიგიგადაწყვეტილებები, რომლის გასაჯაროვებაზე მაშინდელი ადმინისტრაციები ყოველთვის, ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმკანონის მოშველიებით, უარს აცხადებდნენ.
განსაკუთრებით ბევრი კითხვებია გამოყოფილი თანხების ათვისებასთან დაკავშირებით - მაგალითისათვის მარტოფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გლეხების საკუთრებაში არსებული ნაკვეთების შეწამვლა შეიძლებაავიღოთ.
მოკლედ, წინ საინტერესო დასკვნა გველოდება და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
როგორც წყაროები ამბობენ, ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირის მომავალი, მთლად ნათელ ფერებში არ ჩანს.
http://guriismoambe.com/?m=68&news_id=28003