გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში ცემენტის მტვერთან ბრძოლის საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

2-10-2019

ცემენტის მტვერთან ბრძოლის საინიციატივო ჯგუფში უკვე გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ამჯერად, ორგანიზატორები გარემოს დაცვის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ინჟინრებს და ცემენტის ტექნოლოგებს ეძებენ.

საინიციატივო ჯგუფის ინიციატორი სოფო ქურთაულია, რომელმაც მოძრაობის შესახებ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

,,ცემენტის, კირქვის და კიდევ რა არის, არ ვიცი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნების და კასპში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ვაცნობოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, 

საელჩოებს, გარემოს დაცვით ორგანიზაციებს. იქნებ გვერდით დაგვიდგნენ. თუ არადა დავიხოცებით. უკვე რამდენიმე თვე გავიდა კასპის მუნიციპალიტეტს მივწერე პეტიცია ქუჩების მორწყვაზე, ტრაილერების გადაადგილების რეგულირებაზე (ზოგს ისე გადააქვს მასალა, დახურულიც კი არ არის და იყრება მტვერი და უბედურება) და გარემოს დაცვის კუთხით თავისი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ უპასუხოდ დატოვეს. გავუგზავნი წერილს და შევახსენებ, რა გააკეთეს ან რას გააკეთებენ! მაგრამ ეს საკმარისი არ არის." - აღნიშნულია განცხადებაში.

სოფიო ქურთაული კასპელებს მიმართავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების სახელზე მომზადებულ ერთობლივ კოექტიურ განცხადებაზე ხელი მოაწერონ.

,, ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და ვიმოქმედოთ." - აღნიშნავს სოფიო ქურთაული.

qartli.ge