გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბესიკ ამირანაშვილმა ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

2-10-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. პროექტების მიმდინარეობას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, სამცხე-ჯავახეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.

ამჟამად წაღვერის კულტურის სახლში მასშტაბური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარე ფასადი, საკონცერტო დარბაზი, შიდა და გარე ინტერიერი, ყველა სახის კომუნიკაცია, მონტაჟდება გათბობის სისტემა, სრული რემონტი ჩაუტარდება ყველა ოთახს. თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ხელმძღვანელმა პირებმა დაბა ბაკურიანში სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დიდველზე მოწყობილი საპარკინგე ადგილი და ბაკურიანის 3 კმ სიგრძის შემოვლითი გზის დასრულებული პროექტიც მოინახულეს, რომელსაც კურორტის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოები მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

პროექტები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ტბაზეც, სადაც ამბულატორიის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, პარალელურად ეწყობა რკინა-ბეტონის საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელ ცემში კი სკვერის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ხნის წინ დასრულდა, სკვერი თანამედროვე დიზაინით გაკეთდა და საკურორტო სოფელს კიდევ ერთი დასასვენებელი და გასართობი ადგილი შეემატა.