გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსლან აბაშიძემ „კოდორი-2015“-ის სტაციონარული საფუტკრე დაათვალიერა

2-10-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის“ ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში აფხაზეთიდან დევნილთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდორი-2015“-ის სტაციონარულ საფუტკრეში ღონისძიება „დევნილი მეფუტკრეების მიღწევები და მათ წინაშე არსებული პრობლემები“ გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ დათვალიერა წარმოდგენილი პროდუქცია ასევე, გაესაუბრა დევნილ მეფუტკრეებს და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს ბიზნეს პალატის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები და დევნილი მეფუტკრეები ესწრებოდნენ.