გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ყაჩაღობა ბათუმში – ქალს პირი აუკრეს და ბინიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს

2-10-2019

ბათუმში ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა თამარის დასახლებაში მოხდა. აჭარის როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი გვატყობინებს, ქურდებმა ქალს პირი აუკრეს, სახლიდან კი ძვირფასი ნივთები წაიღეს. მას შემდეგ რაც მძარცველები სახლიდან წავიდნენ დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევა კვირას მოხდა. მეზობლების თქმით, სახლში სამი პირი შევიდა. ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგონიათ.

მათივე თქმით, სახლიდან მძარცველებმა ოქროს ნივთები და ფული წაიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში შეღწევას და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დაკავებულია ორი პირი. გამოძიება კი გრძელდება.

cyc.ge