გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: შოთა ჭიჭიაშვილი ჩემი გარემოცვის წევრებზე აგროვებდა ინფორმაციას

2-10-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილის მკვლელობის ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა",-წერს მიხეილ სააკაშვილი.

შოთა ჭიჭიაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, კიევში ოფიცილაური განმარტება გაკეთდა.ძალოვანი უწყების წარმომადგენლის განცხადებით, შოთა ჭიჭიაშვილმა სპეცოპერაციისას დანებებაზე უარი განაცხადა.

"ეს არის საქართველოს მოქალაქე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორიტეტი, შოთა ჭიჭიაშვილი. მან სპეცოპერაციისას წინააღმდეგობა გაწია, რასაც საბოლოოდ, სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. შედეგად საქართველოს მოქალაქე სპეცოპერაციისას გარდაიცვალა. იგი ხოტიანოვკაში იმალებოდა.ოპერაცია პროკურატურასთან  შეთანხმებით შედგა",- განაცხადეს კიევში.

უკრაინის ძალოვანი უწყების კიდევ ერთი წარმომადგენელის თქმით, დანაშაულის ადგილზე ამოღებულია სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

"ოპერაციის დაგეგმვა ისე მოხდა, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, წინააღმდეგობა თავიდან აგვერიდებინა, თუმცა ბრალდებულმა დანებებაზე უარი განაცხადა და ცეცხლი გახსნა. შედეგად,  საპასუხო რეაქციას ის ემსხვერპლა.დანაშაულის ადგილზე ამოღებულია სხვადახვა სახის საბრძოლო მასალა",- აცხადებენ კიევში.

pia