გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანდრია გვიდიანი: ადამიანებმა, რომლებმაც სტრასბურგის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენეს, მათთვის მსოფლიო ბანკის ანგარიშის ეჭვქვეშ დაყენება პრობლემას არ წარმოადგენს

2-10-2019

„ადამიანებმა, რომლებმაც სტრასბურგის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენეს, მათთვის მსოფლიო ბანკის ანგარიშის ეჭვქვეშ დაყენება პრობლემას არ წარმოადგენს“, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ექპერტის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება იმ პროცესებს უკავშირდება, რაც ქვეყანაში ბოლო დროს ხდება:

„ზოგადად, ანგარიშებში და რეიტინგებში წინ წაწევა, რეიტინგის გაუმჯობესება, ბუნებრივია, უკავშირდება იმ პროცესებს, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდება. მხედველობაში მაქვს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმები - მათ შორის ხელისუფლების დამოკიდებულება მმართველობის მიმართ. შესაბამისად, ამ და სხვა კომპლექსურმა ფაქტორებმა გამოიწვია საქართველოს რეიტინგის გაზრდა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის მსოფლიო ბანკი.

თავის მხრივ, აუცილებლად ხაზგასასმელია ის, რომ მსოფლიო ბანკი ეყრდნობა არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსს ან საქართველოში არსებული რომელიმე არა სამთავრობო ორგანიზაციას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების კვლევებს. ამიტომ, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები და ზოგადად, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, ბუნებრივია, ყველაზე ნათლად ასახავს იმ პროცესებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ექპერტმა.

გვიდიანის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„გარდა ამისა ძალიან მნიშნელოვანია, რომ ეს კვლევები პირდაპირ აისახება და აუმჯობესებს საქართველოს სტატუსს, დამოკიდებულებას უცხოელი ინვესტორების მხრიდან თუ ზოგადად უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. ნებისმიერი რეიტინგი, მითუმეტეს ასეთი ტიპის რეიტინგები, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი, საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში თუ სხვადასხვა ტიპის რეიტინგებში.
ჩვენ გვახსოვს სხვა რეიტინგები, სადაც საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები, იგივე საინვესტიციო რეიტინგი, საინვესტიციო კომპანიების სარეიტინგო პოზიციები, მათ შორის „ფიჩი“ და ასე შემდეგ, და ბუნებრივია, მსოფლიო ბანკიც ეყრდნობა ამ და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს. შესაბამისად. ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ჩვენ გავაუმჯობესეთ საკუთარი პოზიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ არსებობს რაღაც კვლევები და რეიტინგები, რომლებიც ეყრდნობა საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიო ბანკის შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც მსოფლიო ბანკი ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მსგავს რეიტინგებს არასერიოზულად აფასებს და ეჭვქვეშ აყენებს:
„ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან არასერიოზული შეფასებებია. ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან ხდება არაკონსტრუქციულ რეჟიმში ოპონირება, მსოფლიო ბანკის რეიტინგების და ანგარიშების ეჭვქვეშ დაყენება არის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საკუთრივ პოლიტიკური პარტიები არაკონსტრუქციულად ოპონირებენ. შესაბამისად, სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ რეიტინგების და ამ შეფასებების ეჭვქვეშ დაყენებას. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაც კვლევები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს ხოლმე ფარად და ამ კვლევებს აფრიალებენ, რომლებიც ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით და ბუნებრივია, როდესაც პირუთვნელი კვლევა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ და იქ არის ისეთი ფაქტორები გამოყვანილი, რომლებიც მათ ინტერესში, მათ პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის, ამ დროს ისინი ეჭვქვეშ აყენებენ მთლიანად მსოფლიო ბანკის შეფასებებს თუ იმ რეიტინგებს, რომლებსაც აქვეყნებს ყველაზე მასშტაბური ორგანიზაცია, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის მსოფლიო ბანკი.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშების ეჭვქვეშ დაყენება რომ გვერდზე გადავდოთ, ამ ადამიანებმა სტრასბურგის გადაწყვეტილება დააყენეს ეჭვქვეშ და ეხლა მსოფლიო ბანკის ანგარიშის დაყენება ეჭვქვეშ მათთვის პრობლემა ბუნებრივია არ წარმოადგენს. ჩემთვის ყველა პარამეტრი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ კორუფციის აღქმის ინდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც ამ კვლევის შედეგად გამოქვეყნდა. კორუფციის ინდექსის გაზრდა და დაწინაურება ამ ინდექსის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სიგნალი ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რეფორმები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს საკმაოდ წარმატებულად. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დავდეთ და ზოგადად, ამ კვლევის ნარატივში ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ნაწილი“, - განმარტავს ექსპერტი.

ანდრია გვიდიანი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას, ასევე, რეგულირების ეფექტურობასა და ხარისხს შეეხო:

„გარდა ამისა იქ არის საუბარი საჯარო მმართველობის ეფექტიანობაზე, რეგულირების ეფექტურობაზე და ა.შ. მოგეხსენებათ, რომ რეგულაციების შემოღების პროცესში "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო რეგულირების გავლენის ეფექტურობის გამოქვეყნება , ე.წ. სიების გამოქვეყნება, რომელიც ზრდის რეგულირების ეფექტიანობას. ეს იყო მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა რეგულირების ზემოქმედების შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ შემოღებულიყო რეგულირება, ბუნებრივია, ეს აუმჯობესებს რეგულაციის ხარისხს და იმპლემენტაციის შედეგს", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს ექვსი ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.