3-10-2019
ზუსტად 7 წლის წინ, კასპში, 33-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს ვიდეოკამერა წაართვეს. აღნიშნული ფაქტი მეორე კამერამ დააფიქსირა.
კადრებში ჩანდა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი, კუდის და სოდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მამაკაცი კი, რომელმაც კამერა გაიტაცა, პოლიციელების გარემოცვაში შევარდა და გაუჩინარდა.
ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, 2014 წლის აპრილში, ის პიროვნება დააკავეს, რომელმაც ოპერატორს კამერა წაართვა. გამოძიება, კასპის
შს სამმართველომ 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისმობს.
გორის სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
მოგვიანებით, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა მხარეებს, რომ სახეზე იყო არა ძარცვა, არამედ, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.
ძარცვის მუხლი გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული, 154-ე მუხლი შედარებით მსუბუქია ძარცვასთან შედარებით. შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა და ჯარიმა 3000 ლარი გადააკისრა. მამაკაცი კი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ, მხარეებმა სასამართლოს. ამჯერად, აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, არამედ თვითნებობას. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების პოზიცია და მამაკაცს ნაცვლად 154-ე მუხლის, ბრალი 360-ე მუხლით წაუყუნეს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს თვითნებობას. შესაბამისად, მსჯავრდებულს მხოლოდ 1500 ლარის გადახდა დაეკისრა.