გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში უნებართვოდ აშენებული 8-სართულიანი შენობის დემონტაჟი დაიწყო

3-10-2019

ბათუმში თავდადებულის ქუჩის 48 ნომერში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, უნებართვოდ აშენებული 8-სართულიანი შენობის დემონტაჟი დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, მშენებარე ობიექტთან განთავსებული იყო დაფა განმარტებით, რომ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა, თუმცა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მშენებლობის დამკვეთის თქმით, მერიისგან ნებართვა არ ჰქონდა თუმცა პასუხს ელოდებოდა, ამიტომაც მშენებლობა დაიწყო და ამის გამო ის 4 000 ლარით დაჯარიმდა.

ბათუმის მერიაში შემთხვევას თავხედობად აფასებენ, შენობის დემონტაჟს კი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევენ. უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიის სიახლოვეს მიმდინარეობდა.

"ალია"