გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარნეულის სოფლებში - ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება

3-10-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება იწყება.

სოფელ ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება.
სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება, ითვალისწინებს სატუმბი სადგურების მშენებლობას, სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობას.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწავ არხებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ხიხანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 3 659 900 ლარია.