გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„მე გითვალთვალებ მაშინაც, როცა სკოლა მორჩება“ - ქუთაისში მოსწავლეებმა მუქარის შემცველი „მესიჯები“ მიიღეს

3-10-2019

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლის, მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებს „მესენჯერში“ იდენტური შინაარსის შეტყობინება მიუვიდათ. უცნობი პირი მოსწავლეებს წერს, რომ მათ ცხოვრებას აკონტროლებს და ატყობინებს, რომ კონკრეტულ დროს დაურეკავს, რისთვისაც მზად უნდა იყოს.

„მოგესალმები (სახელი), მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა. ვიცი, რომ სწავლობ (ნომერი) საჯარო სკოლაში და მანდატურის შვილი ხარ. მე ყოველთვის გითვალთვალებ, მაშინაც, როცა სკოლა მორჩება და მანდატურის ოთახში ხარ. დღეს ღამის სამ საათზე დაგირეკავ და მზად იყავი.

მოგესალმები (სახელი), მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა. მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ. მე ვიცი, რომ ფეხბურთში დადიხარ და ისიც ვიცი, რომ შენი საუკეთესო მეგობარია გ.ხ. მასაც მივწერ. გელი, არ დაგავიწყდეს“ - ამ შინაარსის შეტყობინებები მიიღეს მოსწავლეებმა, რომლის ფოტომასალას „ქუთაისიპოსტი“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

დეტალებზე არ საუბრობს არც სკოლის დირექტორი. „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში თამაზ  ჭაბუკიანი ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს.

"ალია"