გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნოქალაქევში ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს

3-10-2019

ნოქალაქევში, მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, ჭურჭელი ანტიკური ხანის ამფორა აღმოჩნდეს, რომელსაც ღვინის, ზეთის ან სხვა სითხის შესანახად იყენებდნენ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, იშვიათ მონაპოვართან გვქონდეს საქმე.

წინასწარი ვარაუდით, ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს ამფორა, თუმცა ჯერ საჭიროა ლობორატორიული კვლევები, ამიტომაც თბილისში გამოაგზავნეს ჭურჭელი და ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად", - აღნიშნა ანთიძემ.

ანთიძე ვარაუდობს, ნოქალაქევში არქეოლოგირუი ექსპედიციის ფარგლებში სხვა აღმოჩენებსაც უნდა ველოდოთ.

"პია"