გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა ლატარიამ კომპანიების მართვის უფლება საკუთარ მეუღლეს გადასცა

3-10-2019

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია აცხადებს, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და საკითხი უკვე გამოსწორებულია.

"საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს" მიერ აღმოჩენილი დარღვევა იყო ტექნიკური შეცდომა, რადგან ნახსენები შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას უკვე მინდობით იყო გადაცემული სხვა პირებზე. თუმცა დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი, რაც შეეხება აღნიშნულ ხარვეზს ის 2019 წლის დეკლარაციაში გასწორებულია", - განაცხადეს ქუთაისის საკრებულოში. 

 ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, რომ გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო საკრებულოს რამდენიმე  წევრმა ჯარიმა გადაიხადა, რის შემდეგაც მათ დარღვევები შეასწორეს. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, მის შემთხვევაში მოხდა, როგორც ქონების დეკლალირება, ასევე წილის გადაფორმება. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოთხ კომპანიაში მართვის უფლება  მის მეუღლის ხატია სირბილაძის  გადასცა. 

როგორც გამჭვირვალობაში განმარტავენ, გასულ წელს საკრებულოს თავმჯდომარეს დეკლარაციაში არ ქონდა შეტანილი კომპანიები, წელს ეს კომპანიები დეკლარაციაში აისახა, თუმცა მართვის უფლება არ აქვს სხვა პირისათვის გადაცემული. 

"საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ნიკოილი თერჯოლას” 50%, შპს „გიოს” 40%, შპს „ნიკოილი 9”-ის 100% და შპს „ფრეშ ფუდის” 55% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული"-ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში. 

 

 

newpress