გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძეს ჰქონდა შანსი, ანაკლიის პროექტი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კარიბჭედ გადაექცია, მაგრამ მისი მენეჯერული შესაძლებლობები ამისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა

3-10-2019

მაია ცქიტიშვილთან მიმართებაში მისი აშკარად შეურაცხმყოფელი განცხადება, და პოლემიკის ხაჭაპურის დონეზე დაყვანა ამორალურია და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება მის მდარე ინტელექტსა და კომპლექსებზე უფრო მიუთითებს, ვიდრე წარმოდგენილი ხედვების ამბიციურობაზე.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის ბატონ მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებებს, მათ შორის დღეს გაკეთებულ განცხადებებსაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილთან მიმართებაში მისი აშკარად შეურაცხმყოფელი განცხადება და პოლემიკის ხაჭაპურის დონეზე დაყვანა რომელ მორალურ ან კაცურ კოდექსში ჯდება, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მისი განცხადების ეს ტონი აშკარად სცილდება არა მხოლოდ პოლიტიკური ეთიკის ნორმებს, არამედ აცდენილია ტელეეთერებიდან მის საუბრებზე კაცობაზე, რაინდობასა და ქართველობაზე, მით უმეტეს ახალ შესაძლებლობებსა თუ მომავალზე და ა.შ.

სამწუხაროდ, დღევანდელი მისი განცხადებები მის მდარ ინტელექტსა და კომპლექსებზე უფრო მიუთითებს, ვიდრე წარმოდგენილი ხედვების ამბიციურობაზე. თორემ ვინ დაუშალა მას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პოლემიკა, ან მაშინ როდესაც ვიცე-პრემიერმა შესთავაზა ამ თემაზე და მის განცხადებებზე ტელეეთერით პირდაპირი დებატები, რატომ აარიდა თავი ამ საკითხებზე ღია საუბარს? ახლა მოახლოებული 15 ოქტომბრის გამო, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ინვესტორთან ხელშეკრულება, ხომ არ აეშალა მორიგი პოლიტიკური საღერღელი?“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც ეხმიანება და ულოცავს საქართველოს მთავრობას იმას, რომ საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივისა არ იყოს, მუდმივი ხაზგასმა ქვეყნის სტაგნაციაზე, ჩამოშლასა თუ უკუსვლაზე და ამ სახის მუქ ტონალობაზე აგებული დეზინფორმაციული კამპანია, არა მგონია, მომგებიანი იყოს. ქვეყნის განვითარება ფასდება არა მხოლოდ ცალკეული საექსპერტო შეფასებებით, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისითაც.

ამ დროს სწორედ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები საწინააღმდეგო სურათს აჩვენებს. ამის ნათელი დადასტურებაა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის დღეს გაკეთებული განცხადება, მსოფლიო ბანკის კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ საქართველოს მორიგ უპრეცედენტო წარმატებაზე. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა. რაც მთავარია, მისივე შეფასებით, ეს არის ის ინდიკატორები, რომლითაც ფასდება, როგორ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ იმართება ქვეყანა, როგორ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორია ამ გადაწყვეტილებების მიღების ეკონომიკური ანალიზი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებებმა მოქალაქეებზე, საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდებაზე“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ცუცქირიძე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის მენეჯერული შესაძლებლობები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნის კარიბჭედ გადაექცია. ამის დასტურად მოჰყავს ის, რომ კონსორციუმმა სამი წლის მანძილზე ვერ მოახერხა საინვესტიციო მხარდაჭერის მიღება.

„ბატონ ხაზარაძეს ჰქონდა შანსი, ანაკლიის პროექტი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კარიბჭედ და ჰაბად გადაექცია. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ მისი მენეჯერული შესაძლებლობები ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა ხელისშეშლაზე მუდმივი აქცენტებიც არასერიოზულია. ფაქტია, პრემიერ კვირიკაშვილიდან დაწყებული დღემდე, სამი წლის მანძილზე, მის მიერ შექმნილმა კონსორციუმმა ვერ უზრუნველყო სათანადო საინვესტიციო მხარდაჭერის მიღება. რადგან საინვესტიციო ფონსაც შევეხეთ, აქაც მსურს მოვიყვანო, აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებლის იიც ეფლბაუმის ამ დღეებში გაკეთებული შეფასებაც, რომ საქართველოში არსებობს ინვესტირების შესანიშნავი შესაძლებლობები და ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ხაზარაძემ კი ბოლო დროს ანაკლიის ინვესტორად, ლონდონური კომპანიის საფარქვეშ, სულაც რუსული კომპანია შემოგვთავაზა. აი, ეს არის მწარე რეალობა და მისი განცხადებებიც ამ რეალობას ვერ გადაფარავს“,- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.