გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

4-10-2019

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერის შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.