გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

4-10-2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

"საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ და პოლიტიკურ ინსტრუმენტს, იმისთვის რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაშინ როდესაც გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა,"- განაცხადა თავის გამოსვლაში როუზ გიოტმიოლერმა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, ამ მიმარულებით არსებული ინსტრუმენტებისა და მექანიზმების ეფექტიან გამოყენებაზე, საქართველოს წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვისუნიარიანობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ქონდათ შესაძლებლობა ნატოს წარომადგენლისთვის კითხვები დაესვათ. ღონისძიებას მოდერაცია გაუწია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და წარმოადგენს ცენტრის ყოველწლიური პროექტის - ნატოს დღეები 2019-ის - გახსნით ღონისძიებას.
ნატოს დღეები საქართველოში 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებისა და პერსპექტივების შესახებ.
ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია 70 მდე საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება როგორც თბილისში ისე საქართველოს 10 რეგიონში.