გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა

4-10-2019

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. გამორიყული თევზი ძირითადად კეფალის სახეობაა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელია პერიოდულად ფიქსირდება.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა შესაბამისი სამსახური დროულად ჩააყენეს საქმის კურსში. მათივე ინფორმაციით, თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ. დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი უკავშირდება წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეს იწვევს.

"ინტერპრესნიუსი"