გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ასტრონომიული კავშირის თავმჯდომარე: პრემიერისა და განათლების მინისტრის ეს გადაწყვეტილება ობსერვატორიას საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად აქცევს

4-10-2019

მკვლევარი, საქართველოს ასტრონომიული კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ კვერნაძე დარწმუნებულია, რომ აბასთუმნის ობსერვატორიას იმდენად დიდი პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდება.

„შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც ჩვენ მრავალი წელი ვიბრძოდით. მივმართეთ ყველა ინსტანციას, დავწერეთ უამრავი წერილი და გავმართეთ შეხვედრები. ჩავატარეთ კრება, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა აღდგეს სსიპ-ი და ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა ობსერვატორიის 40-ზე მეტმა თანამშრომელმა. ძალიან დიდი მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დღევანდელ შემადგენლობას. პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ობსერვატორიას საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად აქცევს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ობსერვატორიის სსიპ-ად ჩამოყალიბებას მისი მეტად განვითარება მოჰყვება. დღემდე ობსერვატორია გადავაქციეთ უნივერსიტეტის დონის ობსერვატორიად, რაც მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა ვიამაყებთ აბასთუმნის ობსერვატორიით“ - აცხადებს თეიმურაზ კვერნაძე.