გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

,,გორში სტალინის ძეგლი არ უნდა დაიდგას”

5-10-2019

სტალინელი გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში წერს:

,, გორში სტალინის ძეგლი არ უნდა დაიდგას, ეს უკიდურესი პროვინციალიზმი იქნება. გორში სტალინის ძეგლის დადგმას ნაწილობრივ გამართლება მაშინ ექნებოდა, გორელებს თავიანთი ქალაქის შვილი ისე დაფასებული ჰყავდეთ, როგორც მას ეკუთვნის. 

        ათიოდე კაცის მიამიტური სიყვარულის გამო პროვინციულ ქალაქში მსოფლიო აზროვნების გიგანტის გიგანტური ძეგლის დადგმა, იმ ადამიანის შეურაცყოფა იქნება, რომელიც ბევრად გასცდა ადამიანურ შესაძლებლობებს და ხალხზე ზრუნვითა და ხალხის სამსახურით, მშიერის დაპურებით და შიშველის  შემოსვით, თითქმის ღმერთამდე ავიდა, რომლის ტოლი და სწორი ძე კაცისა პლანეტაზე არ დაბადებულა.                                                                          

          სტალინი დაჭრილი არწივია, რომელიც კარალეთის მინდორზე ყვავ-ყორნებს ებძვის, სტალინი ამირანია, რომელიც კავკასიონზეა მიჯაჭვული და დღე-დღეზე  ,,იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა გმირი".                                                  

       ო, როგორი სასიამოვნო საყურებელი იქნება    სოდომი და გომორი, რომელიც ამ ჩვენს პლანეტაზე დატრიალდება უფლის ნებით, ჩვენი უმადურობისათვის და იმ გახრწნილობისათვის, რომელსაც დღევანდელი თაობა მოესწრო. დედა და მისი არასრულწლოვანი შვილი ერთად, რომ ღებულობენ მონაწილეობას ფერადკანიანთა ორგიაში.                               

       ჩორეხივით მინდა შევძახო ზეცას: _ ჩამოსკდი და ჩამოიქეცი, ერთიანად წარხოცე ამ ქვეყნიდან ჩამდენიც და მაყურებელიც, იმ ცოდვისთვის, რომლითაც ზანზარებს ცა და ქვეყანა!                                           

       ვერ აღსდგება საქართველო! ის დაყვერილია! მდედრთა კი ამოკვეთილი აქვთ საშო და ასე იყრება განუვითარებელი სპერმატოზოიდები, როგორც აქ, ისე მთელს დედამიწაზე და ბატონობს მასზე ეშმა და მაგია.                                                                                   

      ოო! რა ძალა გქონია ჯუგაანელო ჯუღაშვილო, რომ ერთი საუკუნე დაიცავი ქვეყანა სოდომ-გომორისაგან. შენ! ძეგლი არ გინდა, მითუმეტეს პროვინციაში, შენ!ზეცაში ხარ!  და თუ ძეგლი სვანეთში ავიტანე და ავღმართე, მე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კიდევ ერთი ძეგლი შევმატე, რომლითაც გავამდიდრე ორი ცივილიზაციის მიერ შექმნილი ხელთუქმნელი ქმნილებანი, რომელთაც ხელი არ შეხებია და ვერც მომავალში შეძლებს ვინმე მასზე შეხებას.                                        

       გორში ძეგლი არ უნდა დაიდგას, გორელებისათვის სრულიად საკმარისია გორელების თანამოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შავ ქვაში გამოკვეთილი მონუმენტი.                                                                                       

                                                  გრიგოლ ონიანი.”

"ალია"