გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ირანის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის მოქალაქეებს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები შემოჰქონდათ

5-10-2019

მიმდინარე წლის 24 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში 198 აბი, 4 კაფსულა და 18 პაკეტი), ფსიქოტროპული (84 კაფსულა და 56 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.