გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახლადგახსნილ 20 სკოლაში მანდატურის სამსახური შედის

5-10-2019

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ ახლადდანიშნული მანდატურები მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.

წილკანის სკოლა ერთ-ერთია იმ 20 ახალ საჯარო სკოლას შორის, სადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მანდატურის სამსახური იქნება წარმოდგენილი. სექტემბერში მანდატურები უკვე შევიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლაში. წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, კიდევ 28 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

ახლადდანიშნული მანდატურები კონკურსის წესით შეირჩნენ. უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, მათ შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს.


მიმდინარე რეფორმისა და გაფართოების გეგმის თანახმად, სულ, 2019 წლის განმავლობაში, მანდატურის სამსახური 130 ახალ საჯარო სკოლაში შედის. მომავალ წელს მანდატურები, საქართველოს მასშტაბით, დამატებით, ამავე რაოდენობის სკოლაში იქნებიან წარმოდგენილნი.