სამშაბათი, ივნისი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ფოთში, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს

6-10-2019

ფოთში, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს და მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. პაპასკირის თქმით, გამოინახება ალტერნატიული გზა, რომლითაც სატვირთო მანქანები იმოძრავებენ.

„როგორც ვიცით, ნავსადგურში დაახლოებით 40-50%-ით მოიმატა ტვირთბრუნვამ, ამან თავისთავად გაზარდა სატვირთო მაქანების მოძრაობა, რაც ბუნებრივია იწვევს ცოტა ხმაურს,რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა.შევთანხმდით იმაზე, რომ ქალაქი მოძებნის ალტერნატიულ გზებს, რომ მჭიდროდ დასახლებულ მოსახლეობასთან მოხდეს სატვირთო მანქანების არიდება“, -განაცხადა მერის მოადგილემ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლების მოსაგვარებლად დრო სამშაბათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"