გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების შედეგად სიმინდის მოსავლიანობა და ხარისხი გაუმჯობესდა

7-10-2019

აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივებში სიმინდის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიმინდის დიდი მასივები და მიმდებარე ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მოსავლის აღების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

როგორც ფერმერები აცხადებენ, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის საუკეთესო მოსავალი აქვთ.

ფერმერებთან შეხვედრაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ ფერმერებისა და სახელმწიფოს ერთობლივმა ბრძოლამ და კოორდინირებულად დაგეგმილმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, რაც მოსავლის შედეგებზე დადებითად აისახა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იღებს თხილისა და სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ფერმერი ზამთარს მომზადებული და ეკონომიკურად წელში გამართული, მომდევნო სეზონს კი წელს მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შეხვდება,“ - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

აჭარაში, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ამ დროისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 127 411,40 ჰა ფართობი, თერმული ნისლის ტექნოლოგიით - 234 000 ჰა ფართობი. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე დამონტაჟებულია 92 000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.parosanage