7-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ქალს გველმა უკბინა. დაზარალებული აცხადებს, რომ ქვეწარმავალი საწოლში იპოვა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 39 წლის ქალი გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.
„კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, გულისრევა, საერთო სისუსტე, წვა და ტკივილი კისრის მიდამოში. ვიზუალური დათვალიერებით, კისრის არეში აღენიშნებოდა ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც დამახასიათებელია გველის ნაკბენისთვის. პაციენტის გადმოცემით, მან ლოგინში ნახა გველი, რომელმაც უკბინა. პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ კლინიკა „გორმედის“ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია მღებრიშვილმა.