გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 258 ტენდერიდან 87 არ შედგა

7-10-2019

მიმდინარე წლის ცხრა თვეში (იანვარი-სექტემბერი) ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 258 ტენდერიდან 87 არ შედგა ან  უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამ მონაცემებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ხუთით უსწრებს. წლიდან წლამდე კი ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა კლების ნაცვლად იმატებს, – ნათქვამია “ქუთაისი პოსტის” მიერ მომზადებულ სტატიაში.

ქუთაისის მერიაში მთავარ პრობლემად შემსრულებელი კომპანიების სიმცირეს და არასათანადო გამოცდილებას ასახელებენ, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი ჩაშლილი ტენდერების უკან მუნიციპალიტეტის არაკომპეტენტურობასა და კორუფციის ნიშნებს ხედავს.

შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის კვლევის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული ტენდერების 18%-ია ჩაიშლილი, მაშინ როდესაც მიმდინარე წელს ცხრა თვეში ქუთაისის მერიაში აღნიშნული მაჩვენებელი 34%–ს აღწევს.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ საერთო მაჩვენებლის ფონზე ერთი მუნიციპალიტეტისთვის ეს ციფრი საკმაოდ მაღალია.

“ჩვენ ყველა ჩავარდნილი ტენდერის მიზეზს ვიკვლევთ და ერთ–ერთი რაც შემიძლია დავასახელო, არის ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები და შესაბამისად ტენდერების რაოდენობაც დიდია. გამოცდილი ორგანიზაციები კი ყველა დაკავებულია და ვეღარ აუდიან სამუშაოებს. ზოგჯერ არის, როცა თავად  კომპანიები ამბობენ, რომ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება. ტენდერის გამოცხადებამდე სამუშაოების ფასსა და ვადას საპროექტო ორგანიზაცია ადგენს, შესაბამისად,  ჩვენს კომპეტენციაზე საუბარი, რომ მერიამ არასწორად გააკეთა პროექტი,  ვერ იქნება“,–  ამბობს ქუთაისის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე, თიკო ბერიშვილი.

სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

droa.ge