გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალი დეტალები-35 წლის მამაკაცი ქურდული “ობშიაკის” მითვისების გამო ,მოკლეს

7-10-2019

ახალი დეტალები 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე,რომლის ცხედარიც რუსთავში მკტვარმა გამორიყა. როგორც ცნობილია 35 მამაკაცის განზრახ მკვლელობას 37 წლის დაკავებულს ედავებიან,რომელმაც ,სავარაუდოდ, მუმლაძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში გადააგდო.

არსებული ინფორმაციით, დავით მუმლაძის ლიკვიდაცია ესპანეთში დაიგეგმა. დაკავებული პოლიციელები ზაფხულში ესპანეთში იმყოფებოდნენ, სადაც კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდნენ და დავით მუმლაძის ლიკვიდაციის დაკვეთა მიიღეს. მკვლელობის სავარაუდო მოტივად, “ქურდული ობშიაკი” სახელდება, რომელიც დავით მუმლაძემ მიითვისა.

პოლიციელებმა მუმლაძის მკვლელობის საქმეში 12 000 ლარი აიღეს.

შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 6 ოქტომბერს, რუსთავში გამორიყა. ოჯახი მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა.

წყარო: რუსთავი 2

tv4.ge