ორშაბათი, ივნისი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ავარიას შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ თანამშრომელი ემსხვერპლა

7-10-2019

შპს „ჩინეთისრკინიგზის 23-ებიუროს ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"6 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული - თ.ჩ.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და მზად არის მაქსიმალურიდახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს.

მომხდარი ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია კომპანიის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან"-ნათქვამია განცხადებაში.