გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

9 თვეში ექსპორტზე 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, 19,5 მლნ ბოთლი ბრენდი და 473,2 ათასი ბოთლი ჭაჭა გავიდა

8-10-2019

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ითმეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (533206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 40% (93067 ბოთლი), პოლონეთი - 18% (2905372 ბოთლი) და ჩინეთი - 11% (5334939 ბოთლი). ექსპორტის ზრდის დინამიკა ასევე შეიმჩნევა შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 52% (503832 ბოთლი), გერმანია - 36% (476145 ბოთლი), ბელარუსი - 35% (1606565 ბოთლი), ისრაელი - 88% (218921 ბოთლი), ესტონეთი - 19% (499736 ბოთლი), რუსეთი - 11% (41112235 ბოთლი), მოლდოვა - 5717% (411812 ბოთლი), ნიდერლანდები - 21% (73078 ბოთლი), ჩეხეთი 102% - (62700 ბოთლი), შვედეთი - 397% (55506 ბოთლი), ბულგარეთი - 51% (24228 ბოთლი), ავსტრალია - 15% (19636 ბოთლი), კანადა - 2% (121650 ბოთლი), მონღოლეთი - 13% (184212 ბოთლი) და ა.შ.

საექსპორტო ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41112235 ბოთლი), უკრაინა (6766841 ბოთლი), ჩინეთი (5334939 ბოთლი), პოლონეთი (2905372 ბოთლი), ყაზახეთი (2477358 ბოთლი), ბელარუსი (1008888 ბოთლი), ლატვია (988122 ბოთლი), აშშ (533206 ბოთლი), ლიეტუვა (503832 ბოთლი) და ესტონეთი (499736 ბოთლი).

9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.

გარდა ღვინისა, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.

გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან.

საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 236 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.