გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი შენობის დაკანონებას ითხოვს

8-10-2019

ბათუმში, ტბეთის 12 ნომერში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ შენობაში, 2013 წელს თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი შენობის დაკანონებას ითხოვს.

მათ ამ მოთხოვნით აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობას შენობის დაკანონების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი უთხრეს.

მათი თქმით, აჭარის მთავრობაში განუმარტეს, რომ შენობა დატოვონ და იმ მუნიციპალიტეტებში დაბრუნდნენ, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შუახევიდან, ხულოდან და ქედიდან ეკომიგრანტები არიან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები არ გააჩნიათ.

მათი თქმით, ტბეთის 12 ნომერში მრავალშვილიანები და სოციალურად დაუცველები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა.

როგორც მან განაცხადა, თუ აჭარის მთავრობა მოქალაქეების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქციებს აანონსებენ.

"ინტერპრესნიუსი"