გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით „კომუნისტები“ აქციებს იწყებენ

8-10-2019

გორში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით კომუნისტები“ პერმანენტულაქციებს იწყებენ.ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ლურსმანაშვილის განცხადებით, პირველი აქცია 10 ოქტომბერს გაიმართება სტალინის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციები სისტემატურ სახეს მიიღებსამ ეტაპზე ორი ორგანიზაცია ჩავერთვებით - ერთიანი კომუნისტური პარტია“ და მეგობრობა და სამართლიანობა“.ინიციატივა სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის. აქციების გამართვა გორში იგეგმება, თუმცა, თუ სხვა ქალაქებიდანაც გამოთქვამენ სურვილს სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივის მხარდამჭერები, გამორიცხული არ არის, აქციები სხვა რაიონებშიც გაიმართოს. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ძეგლი დაბრუნდეს მის პირვანდელ ადგილზე - გორის ცენტრალურ მოედანზე, მაგრამ ეს ძალზე რთულად მისაღწევია და ამიტომ, როგორც მინიმუმ, სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას მისი მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სადაც რამდენიმე წლის წინ ძეგლის დასადგმელად პიედესტალი გაამზადეს“, - განაცხადაინტერპრესნიუსთან“ ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"