გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ცოლი სცემა

8-10-2019

გორში ახალგაზრდა კაცმა ცოლი სცემა. თვითმხილეველების ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ძალიან ხშირად ხდება ამ ოჯახში მსგავსი ძალადობის ფაქტები. გუშინ ისეთი ნაცემი იყო ეს ქალბატონი, რომ სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა. ცხვირიდან და პირიდან სისხლის ნაკადი მოსდიოდა, ფაქტიურად მთელი ღამე არ გვეძინა მეზობლებს", – განაცხადა დაშავებულის მეზობელმა.

"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურისნ თქმით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"პია"