გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბათუმში ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

9-10-2019

ბათუმში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები საპროტესტო აქცია - მსვლელობას მართავენ. ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანიას სამგზავრო ტარიფის გაზრდას სთხოვენ, რადგან მათი ანაზღაურება მოქმედი ტარიფით დაბალია.

ტაქსის მძღოლებმა აქცია თავდაპირველად იუსტიციის სახლთან გამართეს. ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. მძღოლების განცხადებით, თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ გადახედავს, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

"ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრები მაქსიმუმ 2 ლარად გადაგვყავს, ამ ფასად მანქანებს ძლივს ვინახავთ. საწვავიც გაძვირდა. ოჯახები გვყავს სარჩენი, ვითხოვთ ან გაზარდონ ტარიფები ან კომპანია თვითონ მოიკლოს და მეტი გადაგვიხადონ,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები