გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა თადუმაძე: დღეს შესაძლებელია, გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს, ეს არის სტანდარტი, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე არსებობდა

9-10-2019

„დღეს შესაძლებელია, გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს, ეს არის სტანდარტი, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე არსებობდა“, განაცხადა შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ნინო გოგუაძის განცხადებით, უნდა გადაიხედოს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეები, რომლითაც ჩვენ შალვა თადუმაძეს შევაფასებთ, როგორც კომპეტენტურ, პროფესიონალ, დამოუკიდებელი შეხედულებების მქონე ადამიანს, რომელიც იმსახურებს, რომ იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უვადოდ.

შალვა თადუმაძემ ერთ-ერთი ბრალდებულის საქმე გაიხსენა და თქვა რომ, არცერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე პასუხისგებაში არ იქნება მიცემული.

„არ დამავიწყდება შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლით ედებოდა ბრალი. ბუნებრივია, ჩართული ვიყავი ამ მძიმე დანაშაულის გამოძიებაში. მტკიცებულებებით გამოიკვეთა და პირადად მე მივიღე მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემის გადაწყვეტილება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რაც მაშინ ბრალდებულმა თქვა. ადვოკატის კონსულტაციის შემდეგ იყო ასეთი პოზიცია, რომ ჯობია, რომ არ აღიარო და გაგიყვან. და ბრალდებულმა თქვა: რომ არა პროკურატურა, მე მდებს ბრალს იმაში, რაც ჩავიდინე და მე ეს დანაშაული უნდა ვაღიარო. როდესაც საბჭოს წინაშე და პარლამენტის წინაშეც წარვდექი, მაშინ ვთქვი, რომ არცერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ იქნება პასუხისგებაში მიცემული. ასეთი პრაქტიკა საქართველოს პროკურატურაში არ იყო, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი კვალიფიკაციები გამოეყენებინა იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოებრივი რესურსები არსებობდა“. - აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა.

თადუმაძემ საპროკურორო საქმიანობაში წარუმატებელ, მაგრამ მისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მისთვის ის ფრაზა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს, არის სტანდარტი ,რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ჩემი საპროკურორო საქმიანობის, ალბათ, ყველაზე წარუმატებელ საქმიანობად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ის ერთი ფრაზა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. მე, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ერთხელ და ზოგადად, როგორც პროკურორმა, ერთხელ და მხოლოდ ერთხელ მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე და რომ მახსენდება ის პერიოდი, რა პერიოდშიც მიწევდა საადვოკატო საქმიანობა, მიუხედავად ამ საპროკურორო საქმის წარუმატებლობისა, ჩემთვის ის ფრაზა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს, არის სტანდარტი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, სასამართლოს შეუძლია თქვას, რომ, თუ არ არსებობს სტანდარტი, შეიძლება არ დაკმაყოფილდეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და ეს შუამდგომლობა, ჩემი აზრით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია და მანიშნებელი იმისა, როგორი დამოკიდებულებაა დღეს სასამართლოსა და პროკურატურას შორის, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც არსებობდა აქამდე“, - განაცხადა თადუმაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.