გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში წამებით მოკლული მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

9-10-2019

35 წლის დავით მუმლაძის წამებით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთი ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.

დაცვის მხარე დაკავებულების 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.