პარასკევი, ივნისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

9-10-2019

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება, სადაც თვეში ერთხელ ლექციები ჩატარდება.

“მორიგი დიდი ამბავი: ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა, ამ სოფლებში მოეწყობა საკვირაო სკოლები, მასწავლებელი მე ვიქნები და შერჩეულ შაბათ-კვირას ჩავალ”, – წერს ფეისბუქის გვერდზე გიორგი კეკელიძე.

ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და კომპანია გალფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, ცხრა ოქტომბერს გაფორმდა.

პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.