გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ასაწონი თუთუნი დაიბეგრება

9-10-2019

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. თამბაქოს ნედლეულზე ერთ კილოგრამზე 60-ლარიანი გადასახადი წესდება. 

კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს. კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია.

2019 წლის 19 სექტემბერს ასაწონი თუთუნის დაბეგვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

„ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

imedinews