გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

15-01-2018

ყვარელსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მეზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 12 იანვრს მიიღო.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ძეგლს შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან. 

ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად შეიძლება წარადგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის მინისტრის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/culture/item/4610-ilia-chavchavawis-saxl-muzeumebs-erovnuli-mnishvnelobis-weglis-statusi-mienicha