ღებინებითა და საერთო სისუსტის ნიშნებით, მოსწავლეები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა.
შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, მათ სტაციონარი დატოვეს.
პედიატრის, მარინა ილაურის ინფორმაციით, არ გამოირიცხება, რომ ინტოქსიკაცია ვადაგასულმა პროდუქტმა გამოიწვია.
6 ბიჭი და 1 გოგონა ერთი და იგივე სკოლის მოსწავლეები არიან.
ლამბალოში ფაქტის შესასწავლად, შესაბამისი უწყებები უკვე ჩავიდნენ.