გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ ლამბალოს სკოლის მე-6 კლასის 7 მოსწავლე, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა

10-10-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელ ლამბალოს სკოლის 7 მოსწავლეს ექიმის დახმარება დასჭირდა. მე-6 კლასის მოსწავლეები, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ.

სკოლის დირექტორის დავით როსტომაშვილის ინფორმაციით, გაკვეთილის დროს, მოზარდები შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც სავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, ყველა მათგანმა სკოლის შენობის გვერდით, სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი საკვები მიღო.

"მასწავლებელმა მითხრა, რომ ცუდად იყვნენ. როგორც გავიგე, ყველა მათგანს სასწავლო დაწესებულების გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათი დაულევია და ფუნთუშა უჭამია. ამის მერე იგრძნეს თავი შეუძლოდ. გამოვიძახეთ სასწრაფო და სავადმყოფოში გადავიყვანეთ“, - აღნიშნა დავით როსტომაშვილმა.

საგარეჯოს სავადმყოფოს ექიმის თქმით, შვიდივე მოსწავლეს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ყველა მათგანი ბინაზე გაწერეს.

"ინტერპრესნიუსი"