გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს

10-10-2019

ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობის“ და „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლები სტალინის მუზეუმის ეზოში იკრიბებიან. 14 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ, რომლის მიხედვით ისინი სტალინის ძეგლის აღდგენას მოითხოვენ.

მუზეუმის ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მთავარ მოედანზე გადაინაცვლებენ.

„ველოდებით 100-დან 150-მდე ადამიანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ძეგლის დაბრუნებაა. ვაპირებთ სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოდან მსვლელობა მოვაწყოთ იმ ადგილამდე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ძეგლი აღდგეს 

იმ ადგილას, საიდანაც აიღეს. „ბელადის“ ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 1 ნოემბრიდან დავიწყებთ“- უთხრა Qartli.ge-ს „მეგობრობა და სამართლიანობას“ ერთ-ერთმა დამუძნებელმა ნაზო კურტანიძემ.

"შიდა ქართლი"